fbpx
საბერძნეთი

როგორ ამოჰყავთ ზღვიდან საბერძნეთის საზღვაო-საჰაერო ძალებს არალეგალი იმიგრანტები (ვიდეო)

ბერძნულმა მხარემ კიდევ ერთი ოპერაცია განახორციელა Super Puma-ს დახმარებით და არალეგალი იმიგრანტები დახრჩობას გადაარჩინა. ოპერაცია როდოსიდან 38 მილის მოშორებით ჩატარდა და საერთო ჯამში 29 ადამიანი იხსნეს. ისინი ძირითადად ავღანელები, ირანელები და ერაყელები არიან.

როგორც ირკვევა, 2 ადამიანი კუნძულ კარპათოზე Super Puma-ს საშუალებით გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები ბერძნულმა ტანკერმა აიყვანა ბორტზე და კუნძულ კოსამდე მივიდნენ.

არსებული ცნობებით, იმიგრანტები თურქეთის პორტიდან გამოვიდნენ და იტალიამდე ცდილობდნენ მიღწევას, მაგრამ მათი ნავი ჩაიძირა და საქმეში ბერძნული საზღვაო ძალების ჩართვა გახდა საჭირო.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ