fbpx
საბერძნეთი

მიკონოსის მერი კუნძულზე მაღაზიების და სასტუმროების გაფართოვებას ითხოვს

მიკონოსის მერს, კონსტანტინოს კუკასს კონკრეტული გეგმები აქვს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ის ბიზნესმენებს წერილებს უგზავნის. რას წერს კუნძულის მერი, რომელზეც ყველანაირი სერვისის ფასი გამაოგნებლად მაღალია?!

კუკასი სთხოვს მაღაზიების მფლობელებს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი, რათა ტურისტებისთვის შესათავაზებელი პროდუქტი ბევრად მრავალფეროვანი იყოს.

როგორც ცნობილია, ტურისტების დიდი ნაკადი შეინიშნება არა მხოლოდ ზაფხულის თვეებში, არამედ მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერშიც.

სწორედ ამიტომ კუკასი ბიზნესმენებს, რომელთაც აქვთ მაღაზიები და სასტუმროები, მიმართავს, მაქსიმალურად ეცადონ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი 20 ოქტომბრამდე.

თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ვისთვისაც გეგმის შესრულება ახლა ხელმისაწვდომი არ არის, შეუძლია სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულისთვის დაასრულოს.

onalem

ტესტ