fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან პირბადეების დასასრული, შემოდგომიდან კი, ვაქცინის მე-4 დოზა – საბერძნეთი ევროპის მასშტაბით ყველაზე გვიან ხსნის ზომებს

საბერძნეთს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ, დაადასტურა თანოს პლევრის განცხადება, რომ შემოდგომიდან ვაქცინის დამატებითი დოზის მიღების რეკომენდაცია მთლიან მოსახლეობაზე გაიცემა.

“დიდი ხანია ვამბობთ, რომ შემოდგომაზე საჭირო იქნება ვაქცინის დამატებითი დოზა. ისევე, როგორც ეს ხდება გრიპის შემთხვევაში. ეს არის ლოგიკა, რომელსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ მე-3 და ზოგიც, მე-4 დოზას, სექტემბრიდან ყველა მივიღებთ. თავიდანვე არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, რომ ვაქცინები 2023 წელსაც უფასო იქნება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა გაიკეთოს გამაძლიერებელი დოზა, რეკომენდაცია იქნება 12 წლიდან და ზემოთ.  სამედიცინო სფეროს მუშაკები, რომლებიც ამ დრომდე უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, არ ექნებათ უფლება იმუშაონ 2022 წლის ბოლომდე.

ხვალიდან პირბადეების დახურულ სივრცეში ტარების ვალდებულება იხსნება, თუმცა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა დაიცვას თავი და ატაროს პირბადე იქ, სადაც ჩათვლის, რომ მისი უსაფრთხოებისთვის საჭიროა.

საბერძნეთი არის ბოლო ქვეყანა ევროპის მასშტაბით, რომელიც შემზღუდველ ზომებს ხსნის,” აცხადებს გაგა.

onalem

ტესტ