fbpx
საბერძნეთი

საზარელი ავარია პარლამენტთან: 23 წლის იასონას ორგანოები 6 ადამიანის სიცოცხლეს იხსნის

23 წლის იასონა, რომელიც პარლამენტთან მომხდარ საზარელ ავარიაში დაიღუპა, საკუთარი ორგანოებით 6 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ახალგაზრდა ბიჭის გული, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები, თვალის ქოვანა და კანიც კი, იმ ადამიანებს გადაენერგებათ, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ფილტვები გაიგზავნება იტალიაში, სადაც ერთ-ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს.

ურთულესი ოპერაცია ევანგელისმოს საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც თავდაპირველად იასონა მძიმე დაზიანებებით იყო მოთავსებული და საბოლოოდ, კლინიკურად გარდაცვლილად გამოცხადდა. ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მისმა ოჯახმა, რომ ორგანოები გაეცათ და სხვებს დახმარებოდნენ.

onalem

ტესტ