fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული იმიგრანტი – ტრაგედია ეგნატიას გზაზე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეგნატიას გზაზე იმიგრანტებით სავსე მანქანას ავარია შეემთხვა, რის გამოც გარდაცვლილია ერთი მათგანი, ხოლო დანარჩენებს სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული. საერთო ჯამში მძღოლთან ერთად მანქანაში 12 ადამიანი იჯდა. ისინი საბერძნეთში უკანონო გზით შემოსვლას ცდილობდნენ.

ინციდენტს ჰყავს თვითმხილველებიც, რომლებიც საზარელ ჩვენებებს იძლევიან. “როცა მანქანა გავაჩერე და უკან გამოვიხედე, ყველგან ადამიანები ეყარა. მკვდრებიც და ისინიც, ვინც გონებაზე არ იყვნენ. ეს მკვლელობას ჰგავდა,” ჰყვება გამვლელი მამაკაცი.

ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების სამი მანქანა და 9 დაშავებული ალექსანდრუპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არცერთ მათგანს არ აქვს საბუთები.

აღსანიშნავია, რომ ავარია პოლიციისგან გაქცევის დროს მოხდა და სწორედ ამით ისარგებლა ორმა გადარჩენილმა ემიგრანტმა და ასევე ერთმა პირმა, რომელსაც მათ საბერძნეთში ჩამოყვანის სანაცვლოდ თანხა გადაუხადეს და გაიქცნენ.

ამ დროისთვის სამივე მათგანი იძებნება, დაშავებულებს კი შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებენ.

 

onalem

ტესტ