fbpx
საზოგადოება

“მიტოვებული ბავშვი 7 დღის წინ დაიბადა, ახლა უნდა ვიპოვოთ ქალი, რომელმაც ამ დროს იმშობიარა” – პოლიცია ნეა იონიაში მომხდარ ინციდენტზე

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ დილის საათებში, ნეა იონიას ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსთან, ახალშობილი გოგონა სუპერმარკეტის ურიკაში იპოვეს. ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელია. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო და როგორც დადგინდა, ჩვილი 7 დღის წინ არის დაბადებული.

ამ დროისთვის მოწმდება საჯარო საავადმყოფოებთან დამონტაჟებული კამერები, რათა გაირკვეს, თუ ვინ იმშობიარა სწორედ 7 დღის წინ და შემდეგ საკუთარი შვილი ამ მდგომარეობაში მიატოვა.

ბავშვი 19 წლის სტუდენტმა ბიჭმა იპოვა, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს და ქვემოთ, დაახლოებით ღამის 04:00 საათზე, ტირილის ხმაზე ჩავიდა. შემდეგ კი ადგილზე დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა. ბიჭი აღნიშნავდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ახალი ნაჭამი იყო, რადგან არ ჩანდა, რომ ის შიმშილის გამო ტიროდა.

onalem

ტესტ