fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ომონიის მეტროსადგური: ორი ბერძენი არასრულწლოვანი 4.000 ევროიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი, რომელიც ომონიის სადგურში მეტროს თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდა, გაათავისუფლეს.

ირკვევა, რომ მათმა მშობლებმა თითოეულის გასათავისუფლებლად, გირაოს სახით, 2.000 ევრო გადაიხადეს, ანუ ჯამში 4.000 ევრო.

ადვოკატის განცხადებით, ბიჭებმა მეორე შანსი ითხოვეს და მიიღეს კიდეც, გარდა ამისა, როგორც ის ამბობს,  ნანობენ საკუთარ ქმედებას და ამრიგად, სამართალი აღსრულებულია.

როგორც უკვე ცნობილია, მოზარდების დედა კატეგორიულ პოზიციას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ბიჭები მეტროს თანამშრომელმა თავად გამოიწვია, შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ამიტომ მივიდნენ ამ ზომამდე.

საქმეში მონაწილეობდა კიდევ ერთი პირი, კერძო დაცვის წევრი, რომელსაც ბიჭების დედა დაუკავშირდა და სთხოვა ესწავლებინა, როგორ დაეფარათ კვალი და ეს ყველაფერი არ მისულიყო დაკავებამდე. ამ დროისთვის აღნიშნული პირიც გათავისუფლებულია.