fbpx
საზოგადოება

“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ციხეში მოვხვდებოდი” – პეტროს ფილიპიდის

ცნობილი მსახიობი, პეტროს ფილიპიდი, ტრიპოლის ციხეში, კარანტინში იმყოფება. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული გაუპატიურებისა და გაუპატიურების მცდელობისთვის. საჩივრები მის წინააღმდეგ მისივე კოლეგებმა, ქალმა მსახიობებმა შეიტანეს.

ირკვევა, რომ ფილიპიდი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ციხის თანამშრომლებმა მას ჰკითხეს, როგორ გრძნობს თავს, რაზეც უპასუხა: “არ ვარ კარგად, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ციხეში მოვხვდებოდი.”

გადამწყვეტი, რამაც მართლმსაჯულება მიიყვანა მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, იყო ფაქტი, რომ ფილიპიდი არათუ არ სცემდა პატივს ქალების სურვილს და მათზე ძალადობდა, ამ ყველაფრის შემდეგ ახორციელებდა ფსიქოლიგიურ ზეწოლას, ემუქრებოდა მათ და აშინებდა, რომ თუ რაიმეს იტყოდნენ, ცუდად დაასრულებდნენ.

 

onalem

ტესტ