fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გამონაკლისები, ვისთვისაც დასაშვებია გადაადგილება რეგიონებს შორის – ნახეთ სია

როგორც უკვე ცნობილია, ექსპერტთა ჯგუფმა მხარი არ დაუჭირა რეგიონებს შორის გადაადგილების დაშვებას, გამომდინარე აქედან, აღდგომის გატარება მოსახლეობას კვლავ იქ მიუწევს, სადაც მუდმივად ცხოვრობს.

მიუხედავად ამისა, არსებობენ გამონაკლისები, რომელთათვისაც დასაშვებია დატოვონ საკუთარი რეგიონი და ამისთვის 300 ევროთი არ დაჯარიმდებიან.

კერძოდ, ესენი არიან:

  • თვითდასაქმებული პირები
  • ტექნიკოსები
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმებულები
  • გადაადგილება რეგიონებს შორის ასევე დასაშვებია, თუკი გააგზავნით ციფრს 4, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანისთვის დახმარების აღმოჩენას
  • ჯანმრთელობის სერიოზული მიზეზებით
  • სხვა სამსახურეობრივი მიზნით (საჭიროა ცნობა)
  • განქორწინებული მშობლებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მიდის შვილების მოსანახულებლად
  • მათთვის, ვინც საცხოვრებლად გადადის სხვაგან ან ბრუნდება მუდმივ საცხოვრებელში (ძირითადად სტუდენტები).

აღსანიშნავია, რომ თითოეული შემთხვევის დროს მოხდება შემოწმება, რათა ოფიცრები დასახელებული მიზეზის ნამდვილობაში დარწმუნდნენ. თუკი დაფიქსირდება, რომ რომელიმე ადამიანს წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტი, მიეცემა სამართლებრივ პასუხისგებაში.

 

onalem

ტესტ