fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე წუთში: ნიკოს ხარდალიასის საგანგებო ეთერი, რომელიც დაგეგმილი არ იყო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთში ნიკოს ხარდალიასი საგანგებო ეთერით გამოვა, რომელიც დაგეგმილი არ ყოფილა.

ირკვევა, რომ აღნიშნული გამოსვლა უკავშირდება საბერძნეთში არსებულ ეპიდსიტუაციას, რომელიც არ სტაბილურდება და რამდენიმე რეგიონში უარესდება კიდეც.

ნიკოს ხარდალიასი ამ დროისთვის იმყოფება თესალონიკში და სწორედ იქიდან მოხდება მისი ჩართვა.

კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრებს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მთავრობამ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამასთან დაკავშირებით გასცემს გარკვეულ მითითებებს.

onalem

ტესტ