fbpx
კრიმინალი

ისტორიული განაჩენის შედეგები: “ოქროს განთიადის” ლიდერები ხელბორკილებით ციხეებში

დღეს 16:30 საათის შემდეგ კრიმინალური ორგანიზაცია “ოქროს განთიადის” წევრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისტორიული განაჩენი აღსრულდა და ნიკოს მიხალოლიაკოსი, ილიას კასიდიარისი და სხვა ლიდერები ხელბორკილებით გამოვიდნენ პოლიციის მთავარი განყოფილებიდან, რის შემდეგაც სპეციალური მანქანით ციხეებში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მათი მხარდამჭერები, ასევე მიხალოლიაკოსის ქალიშვილი, რომელიც დღეს წარმოუდგენელი სცენებით გამოირჩეოდა.

39 დაკავებულიდან 27-ს დომოკოს ციხეში მოათავსებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე ძებნაშია “ოქროს განთიადის” ერთ-ერთი ლიდერი, ხრისტოს პაპა, რომელმაც მიმალვა მოასწრო.

თითოეული პატიმარი 14 დღიან კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ გადაიყვანენ საკნებში, რომლებშიც მხოლოდ თავად იქნებიან.

onalem

ტესტ