fbpx
საბერძნეთი

ათენი: 12 წლის გოგონას საქმეზე 65 წლის ექიმი დააკავეს, რომელიც ბავშვთან შესახვედრად ვიზიტს თავის კაბინეტში ნიშნავდა

ბერძნული მედია კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფაქტის შესახებ იუწყება, რომელიც კოლონოზე 12 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეს ეხება. გუშინ ღამით აღნიშნულ საქმეზე კიდევ 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის ექიმი, რომელიც მუშაობდა “ანდრეას სიგრუს” სახელობის საავადმყოფოში და პარალელურად, ჰქონდა კერძო კაბინეტი კოლონოზე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დერმატოლოგი 12 წლის გოგონას პლატფორმის, Blindchat, საშუალებით უკავშირდებოდა და მასთან შესახვედრად ვიზიტებს თავის კაბინეტში ნიშნავდა. როგორც პოლიცია იუწყება, ბავშვზე მან მინიმუმ ერთხელ მაინც იძალადა.

ექიმის გარდა, დააკავეს კიდევ ოთხი პირი, ორი ბერძენი და ორი პაკისტანელი, რომელსაც 12 წლის გოგონაზე ძალადობა და გარყვნილი ქმედებების ჩადენა ედებათ ბრალად. მათი ასაკი 23-დან 50 წლამდეა.

როგორც ჩანს, გოგონაზე ძალადობის საქმეს დასასრული არ უჩანს და პოლიცია აპლიკაციის საშუალებით სულ უფრო და უფრო მეტი დამნაშავის კვალზე გადის.

 

onalem

ტესტ