fbpx
პოლიტიკა

ერდოღანი საბერძნეთსა და ევროპაში ტერორისტების გამოგზავნით იმუქრება

მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს წევრი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დატოვეს, რადგან ანკარამ მისი საბერძნეთში გამოგზავნა სცადა, თუმცა, საბერძნეთმა უარი განაცხადა, ერდოღანი მუქარის მესიჯებს აგზავნის.

“ეს არ არის ჩვენი პრობლემა” – ამბობს ის და იმუქრება, რომ საკუთარი ციხეებიდან გაათავისუფლებს ისლამური სახელმწიფოს წევრ ყველა პატიმარს და მათ საბერძნეთსა და მთელ ევროპაში გაგზავნის. ეს კი პასუხი იქნება ევროკავშირის სანქციებისა კვიპროსთან მიმართებაში.

თურქეთ-საბერძნეთს შორის დატოვებული ტერორისტი ამერიკის მოქალაქეა, ცნობილი, როგორც მუჰამედ დარვისი. ის ახალი პოლიტიკის ფარგლებში გაათავისუფლეს, რომელიც გულისხმობს ISIS-ის წევრების თურქეთიდან (ამ შემთხვევაში ციხიდან) გაძევებას.

როგორც ცნობილი გახდა, მან ამერიკაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, და სანაცვლოდ საბერძნეთში ითხოვა გადასვლა. ოფიციალური ათენი აცხადებს, რომ როდესაც ISIS-ის წევრმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, მას სასტიკი უარი განუცხადეს, შესაბამისად ორ ქვეყანას შორის, საზღვარზე ჩარჩენილი აღმოჩნდა.

გუშინ კი ერდოღანმა თქვა: “გამოძევებული ISIS-ის წევრები თუ საზღვარზე არიან ჩაკეტილები, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ მათ გამოგზავნას. მიიღებთ თუ არა მათ, ეს ჩვენ არ გვეხება.”

 

onalem

ტესტ