fbpx
საზოგადოება

ფენომენ “ვიქტორიას” პირველი დარტყმა ატიკის რეგიონზე, კატასტროფული შედეგები კერკირასა და კეფალონიაზე (ფოტოები)

კლიმატური ფენომენი “ვიქტორია” საბერძნეთში გააქტიურდა. ატიკის რეგიონმა პირველი დარტყმა გვიან ღამით მიიღო და ორ კუნძულზე, კეფალონიასა და კერკირაზე კატასტროფული შედეგები ფიქსირდება.

ათენში წვიმა ღამით, ჭექა-ქუხილთან ერთად დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სახანძრო დეპარტამენტმა წყლის ამოტუმბვის თხოვნით 15-მდე ზარი მიიღო.

უმძიმესი მდგომარეობაა კუნძულ კერკირასა და კეფალონიაზე.

პაგრატი

პანორმუ

კერკირა

კეფალონიაზე სახლები წყლითა და ტალახით არის დატბორილი. საჭირო გახდა ერთი ქალის ევაკუაცია, რომელსაც საკუთარ სახლში დახრჩობის საფრთხე ელოდა.

 

onalem

ტესტ