fbpx
საბერძნეთი

დახმარება 45 ევროდან 480 ევრომდე საბერძნეთში – რა უნდა ვიცოდეთ ელ.ენერგიის შემწეობის შესახებ?

წელს პირველად ხდება, რომ გარკვეულ დახმარებას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც ზამთარში ელექტრო ენერგიის გამოყენებით თბებიან. ფინანსურმა მრჩეველმა, იანის ხაძისალატამ ტელეკომპანია ΕΡΤ-ის საშუალებით ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც ამ დახმარების მისაღებად არის საჭირო რომ ვიცოდეთ.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება Myθέρμανση-ს პლატფორმაზე, 19 იანვრის ჩათვლით. პროცესი საკმაოდ მარტივია და აუცილებელია ვიცოდეთ: 1. ΑΦΜ-ის ნომერი, 2. ოჯახის წევრების (დამოკიდებული პირების) რაოდენობა, 3. საფოსტო კოდი, 4. ელ. ენერგიის მომწოდებელი კომპანიისგან მინიჭებული ნომერი (არითმოს პაროხის).

საშემოსავლო კრიტერიუმები არის იგივე, რაც სხვა დახმარებების შემთხვევებში:

მაქსიმალური ზღვარი 16.000 ევრო მარტოხელა პირებისთვის.
24.000 ევრო მათთვის, ვინც დაქორწინებულია, მაგრამ არ ჰყავს შვილები.
რაც შეეხებათ ბავშვებიან წყვილებს, აღნიშნულ 24.000 ევროს ემატება 5.000 ევრო ყოველ შვილზე, როგორც მაქსიმალური ზღვარი.

თანხის რაოდენობა, რომელიც შეიძლება მივიღოთ, განისაზღვრება 45 ევროდან 480 ევრომდე, ხოლო თანხების ჩარიცხვა მას შემდეგ დაიწყება, რაც პლატფორმა დაიხურება.

onalem

ტესტ