fbpx
ჯანმრთელობა

პირველად საბერძნეთში ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა – მამამ შვილი გადაარჩინა

ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე, ირინი აღაპიდაკი ავრცელებს ინფორმაციას მნიშვნელოვანი სამედიცინო მოვლენის შესახებ, რომელიც საბერძნეთში უპრეცენდენტოა.

მისი პოსტის მიხედვით, საბერძნეთში პირველად განხორციელდა ღვიძლის ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაცია, რომელიც აბსოლუტურად წარმატებით დასრულდა და ახლა ექიმები პაციენტების რეაბილიტაციას უნდა დააკვირდნენ. მართალია ეს უკვე მეორე ეტაპია და გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, თუმცა, როგორც ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ეს დიდი მიღწევაა ბერძნული მედიცინის სფეროსთვის.

ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია Λαϊκό-ს საავადმყოფოში პროფესორ გეორგიოს სოტიროპულოსა და დიტერ ბროერინგის მიერ განხორციელდა, დონორი იყო მამა, რომელმაც შვილი, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა, დონორობა გაუწია და ქალშვილს საკუთარი ღვიძლი გადაუნერგა.

“გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მამა-შვილს, ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს მისცემს იმედს,” წერს აღაპიდაკი.

onalem

ტესტ