fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის რესტორნებში შობისთვის “ნემსს ვერ ჩააგდებთ” – მაგიდების საფასური 2.000 ევროსაც კი აღწევს

როგორც ბერძნული მედია იუწყება, დღესასწაულებისთვის რესტორნებსა და ღამის კლუბებში თითქმის არსად არის ადგილი დასაჯავშნად. მეპატრონეები აცხადებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა სულ მალე 100%-ს მიაღწევს დღეების გასვლასთან ერთად, რადგან შობა-ახალი წელი უკვე კარს მოგვადგა.

ფასები მაგიდებზე, რა თქმა უნდა, გაცილებით იმატებს, ვირე წლის სხვა სეზონზე და როგორც ირკვევა, ეს ზრდა 15%-ს აღწევს. თუ ერთი ბოთლი უბრალო ალკოჰოლური სასმლის ღირებულება 4 კაციან მაგდიაზე, 170-180 ევრო იყო, ახლა ფასი 240-250 ევროს აღწევს, თუკი პრემიუმ სასმლის მირთმევა გსურთ, საფასური 350 ევრომდე იზრდება. ფასი კიდევ უფრო მაღალია იმ შემთხვევებში, თუკი გსურთ, რომ ღამის კლუბში წინა რიგში მდებარე მაგიდებთან დასხდეთ და აღწევს 2.000 ევროსაც კი.

ზოგადად, სადღესასწაულო მენიუს ფასები საშუალოდ იწყება 40-დან 50 ევრომდე, ერთ ადამიანზე.

“მიგვაჩნია, რომ ეს ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია იქიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ პროდუქტების სიძვირესა და ინფლაციას. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ფასები სტაბილურ დონეზე შევინარჩუნოთ, ვფიქრობთ, რომ ძალიან ძვირი არ არის, გადაიხადო 50 ევრო, მიირთვა სპეციალური მენიუ და მოუსმინო ცოცხალ მუსიკას, ათენის ცენტრში მდებარე რესტორანში, დღესასწაულებზე,” აცხადებს ერთ-ერთი მეპატრონე.

 

onalem

ტესტ