fbpx
ემიგრაცია

ომონიაზე დაკავებულ ქართველებს საბერძნეთი დეპორტაციისთვის ამზადებს

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქში, ომინიაზე სამართალდამცავებმა ათობით ქართველი დააკავეს. ახლა, ისინი საემიგრაციო ციხეში არიან და ბერძნული მხარე დეპორტაციისთვის ამზადებს.

“20-21 აგვისტოს ომონიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიციამ ქართველები დააკავა. ახლა ისინი ციხეში არიან და მალე დაადეპორტებენ.

ქუჩები სავსე იყო ავტობუსებით და პოლიციელებით. ყოველგვარი ახსნა-განმრატების გარეშე იჭერდნენ ქართველებს და ავტობუსებს ავსებდნენ.

ახლაც დაგვსდევენ და ვისაც დაიჭერენ დეპორტით უშვებენ. ყოველი დღე უფრო საშიში ხდება. ლუკმა პურისთვის ვართ აქ.

აქ სასეირნოდ ცოტა ჩამოდის. ძირითადად შიმშილს გამოქცეული ხალხი აფარებს თავს ევროპას, მათ შორის საბერძნეთს. ჩვენი მთავრობა არც საქართველოში ცხოვრების საშუალებას გვაძლევს და არც საზღვრებს მიღმა გვანებებს ჩვენს გაუბედურებულ თავებს.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აცხადებენ და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოც იღებსო. ლტოლვილებს ვინ დაეძებს, ჩვენ ჩვენი ქვეყნიდან შიმშილის ნიადაგზე გამოყრილი ქართველები ვართ, რომლებიც ვერ ვბრუნდებით ჩვენს სახლებსა და ოჯახებში” – აცხადებს ქართველი ემიგრანტი ათენიდან.

“პრაიმტაიმი” საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

onalem

ტესტ