fbpx
საზოგადოება

შაბათ-კვირას 30 გრადუსი, ორშაბათიდან კი ნამდვილი ზაფხული საბერძნეთში!

დღეიდან საბერძნეთში ამინდი გამოსწორდება და შაბათ-კვირას ტემპერატურა 30 გრადუსამდეც კი აიწევს. დოდეკანესსა და კრეტაზე წვიმიან ამინდს მზე უახლოს საათებში შეცვლის.

ატიკის რეგიონში დღეს მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა, მაგრამ უმეტესად მზიანი ამინდი. ტემპერატურა 10-დან 23 გრადუსამდე აიწევს, ხოლო რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია მოღრუბლულობა საღამოს საათებში, ჰაერი კი, ატიკის მსგავსად, 10-დან 23 გრადუსამდე გათბება.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 9-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 12-დან 23 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთ საბერძნეთში 11-დან 24 გრადუსამდე.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალიდან, 9 მაისიდან, ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მოსალოდნელია 30 გრადუსი საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში.

სინოპტიკოსთა ცნობით, მომდევნო კვირიდან კიდევ უფრო დაცხება და ფაქტობრივად, ზაფხული მაისიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ ჰაერი 35 გრადუსამდე გათბეს, რაც კორონავირუსისთვის საკმაოდ არახელსაყრელია.

შეგახსენებთ, რომ პროფესორები ზღვაზე გასვლას რეკომენდაციას უწევენ და უსაფრთხოებისთვის საკმარისია პლაჟზე დისტანციის დაცვა.

onalem

ტესტ