fbpx
საზოგადოება

სანტორინის საავადმყოფოში ექიმი მორიგეობის დროს გარდაიცვალა

სანტორინის საჯარო საავადმყოფოში ექიმი ორთოპედი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. მისი დაღუპვა დიდი შოკი აღმოჩნდა კოლეგებისა და კუნძულის მოსახლეობისთვის, რომელიც ექიმს ძალიან კარგად იცნობდა.

ორთოპედი სანტორინზე 2017 წლიდან კონტრაქტით მუშაობდა. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ის აღნიშნულ კონტრაქტს გააფორმებდა, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებმა ნაქსოსის პროკურორს საჩივრებით მიმართეს, რომლებშიც განმარტავდნენ, თუ რა მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა მსოფლიოში უპოპულარულეს კუნძულზე ექიმებს.

ცნობილია, რომ ისინი მუდმიც სტრესში არიან და ფაქტობრივად, მუშაობენ არაადეკვატურად დიდი დროით.

აღსანიშნავია ისიც, რომ კუნძული სამოსი ექიმების გარეშე რჩება, თუკი რომელიმე მათგანი შვებულებას აიღებს.

 

onalem

ტესტ