fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

კიდევ ერთი მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ ათენში!

ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, ათენში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა.

კერძოდ, ბიძგის ძალა 3.1 ბალი იყო და ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, 24 კილომეტრში მდებარეობს. მისი სიღრმე 10.9 კილომეტრია.

ეპიცენტრთან ახლოს მიწისძვრა საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ცხადია ისეთი პანიკა არ გამოუწვევია, როგორიც გასულ პარასკევს 5.3 ბალიანმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომლის ეპიცენტრიც მაგულაში მდებარეობდა.

აღნიშნული 3.1 ბალიანი ბიძგი სეისმოლოგთა თქმით ლოგიკური გაგრძელებაა გასული კვირის მოვლენების შემდეგ.

 

onalem

ტესტ