fbpx
ბუნებრივი კატასტროფები

სეისმოლოგთა გაფრთხილება! რომელი ტერიტორიები გააქტიურდა სეისმურად საბერძნეთში?!

ცნობილმა სეისმოლოგმა, აკის ცელენტიმ ტელეკომპანია OPEN-თან საუბრისას განმარტა, რომ საბერძნეთის რამდენიმე ტერიტორია სეისმურად საკმაოდ გააქტიურდა, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა. ცხადია, ის შეეხო კრეტაზე მომხდარ მიწისძვრასაც, რომელმაც კრეტაზე, არკალოხორი მიწასთან გაასწორა.

“არ მჯეროდა და არ ველოდი, რომ ამხელა მიწისძვრა შეიძლებოდა მომხდარიყო. ასეთი სიძლიერის ბიძგი იქ არასოდეს დაფიქსირებულა. არკალოხორის ტერიტორიამ, რომელსაც დიდი ზიანი მიადგა, დაიწია 14 სანტიმეტრით. 

მხოლოდ და მხოლოდ სამ თვეში 2.870 მცირე მიწისძვრა დაფიქსირდა ამ მხარეში და ახლა განსაკუთრებით გვაწუხებს შემდგომი ბიძგები. კონკრეტული სეისმური ფილა, სადაც 5.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიძგის ძალამ 6 ბალს გადააჭარბოს. 

გარდა ამისა, სეისმურად გააქტიურებულია თივას და ნისიროს ტერიტორიები. ვღელავთ, რომ მიწისძვრის მოხდენის შანსი საკმაოდ დიდია. 

დასახლებებში, სადაც ფიქსირდება დაზიანებები, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ინჟინრების მიერ. ირაკლიოში შენობების 15%-ზე მეტი არ არის შემოწმებული, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას თავად მოუწევს კერძო ინჟინრების მიყვანა, ფაქტობრივად, საკუთარი ხარჯებით,” აცხადებს ცელენტი.

onalem

ტესტ