fbpx
საბერძნეთი

აუცრელებს მკაცრი შეზღუდვები საბერძნეთში – ოთხშაბათს ოფიციალური განცხადებები გამოქვეყნდება

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე კირიაკოს მიცოტაკიმ საბერძნეთში ჰორიზონტალური ჩაკეტვის შესაძლებლობა გამორიცხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ოქტომბერი იქნება გაცილებით მსუბუქი, ვიდრე გასული წლის იგივე თვე.

პრემიერმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს გაკეთდება ოფიციალური განცხადებები ჯანდაცვის ახალი მინისტრის, თანოს პლევრის მიერ, შეზღუდვებთან დაკავშირებით და პირდაპირ იქნება მიმართული ვაქცინის მოწინააღმდეგეთა მიმართ, რათა მკაცრი მესიჯი გაეგზავნოთ საკუთარი პოზიციის გამო.

როგორც ჩანს, მინისტრი დააანონსებს აკრძალვებს, რომლებიც შეეხებათ აუცრელ მოქალაქეებს: “ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს, რომ არ გაიკეთონ ვაქცინა, მოექცევიან ჩარჩოებში, საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაზრისით. 

რაც შეეხება შერეულ ადგილებს, სადაც დასაშვებია როგორც აუცრელი, ასევე აცრილი მოსახლეობის ყოფნა, უნდა იმოქმედოს დამატებითმა შემზღუდველმა ზომებმა, მაგრამ ისინი მიმართული უნდა იყოს აუცრელთა დასაცავად და არა დასასჯელად, ეს სწორად უნდა იყოს გაგებული,” განაცხადა თავად მინისტრმა, თანოს პლევრიმ.

onalem

ტესტ