fbpx
საბერძნეთი

“ვენდეტის” შიში საბერძნეთში – არსებობს შანსი, რომ დაპირისპირებამ, რომელმაც 29 წლის მიხალი შეიწირა, ფართო მასშტაბები მიიღოს

29 წლის მიხალის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ხორვატიელი ხულიგნებისა და იმ ბერძნებისგან, რომლებიც მათთან ერთად თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დნმ-ის ნიმუშებს იღებენ, რათა დადგინდეს, კონკრეტულად ვინ მიაყენა მიხალის სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით.

გამოძიების ფარგლებში, არსებობს შიში იმისა, რომ ამ დაპირისპირებამ მიიღოს “ვენდეტის” სახე და მიეცეს უფრო ფართო, საერთაშორისო მასშტაბები. UEFA-მ აკრძალა ზაგრების დინამოსა და მარსელის გულშემატკივართა საბერძნეთში შესვლა სწორედ ამ მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ დინამო “დამეგობრებულია” პანათინაიკოსთან, ხოლო მარსელი უფრო მეტად ΑΕΚ-ისკენ იხრება.

მეორეს მხრივ, ელევსინა შეძრულია 29 წლის მიხალის გარდაცვალებით, მისი ოჯახის ახლობლები და უბრალოდ ისინიც კი, ვინც მიხალის იცნობდნენ, საუბრობენ ზრდილობიან ახალგაზრდაზე, რომელიც არასოდეს არავის ვნებდა, მისი დეიდა ამბობს, რომ არ იცის, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას მის გარეშე.

onalem

ტესტ