fbpx
საბერძნეთი

Market Pass-ის თანხა დეკემბერის ჩათვლით ჩაირიცხება – საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სუპერმარკეტებისთვის განკუთვნილი თანხა, Market Pass, ჩაირიცხება არა მხოლოდ მომდევნო სამი თვისთვის, არამედ დეკემბრის ჩათვლითაც კი.

ოფიციალური განცხადება, თავად ფინანსთა სამინისტროსგან მოგვიანებით გაკეთდება, როდესაც დასრულდება მეორე ჯერზე თანხების ანგარიშებზე დარიცხვა. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ თახებს მოსახლეობა მიიღებს წლის ბოლომდე.

რაც შეეხება სისტემის გახსნას და განაცხადების გაკეთებას, იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

მათ, ვინც უკვე გააკეთეს განაცხადი წინა ჯერზე, ხელმეორედ აღარ მოუწევთ რეგისტრაცია, თუმცა, მისაღები თანხის ოდენობა განისაზღვრება 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნულს სისტემა ავტომატურად დაამუშავებს. რაც შეეხებათ მათ, ვინც პირველად გააკეთებს განაცხადს, სისტემა გაიხსნება აგვისტოს ბოლო რიცხვებში და მოგვიანებით ზუსტი თარიღიც გახდება ცნობილი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ განაცხადის თავიდან შევსება შეეძლებათ მათაც, ვისაც წინა ჯერზე არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა, ვინაიდან შესაძლოა მათ 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაციაში იყოს რაიმე ცვლილებები.

თანხების ჩარიცხვა მოხდება ორჯერ, სექტემბრის თვეში, როდესაც დაირიცხება ორმაგი რაოდენობა ანუ აგვისტოსა და სექტემბრის თვეებისთვის განკუთვნილი თანხა, ხოლო ოქტომბერში, შესაბამისად, დაირიცხება ამ თვისთვის განკუთვნილი რაოდენობა.

კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ბენეფიციართათვის თანხის ჩარიცხვა, იგივე რჩება.

onalem

ტესტ