fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: ბერძენი ექიმი სიმსივნით დაავადებულ პაციენტს თანხას თვეების მანძილზე სძალავდა

ათენის ერთ-ერთ დიდ საავადმყოფოში საბერძნეთის პოლიციამ ქირურგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. როგორც ცნობილია, ის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა პაციენზე, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული და მას ოპერაციების ჩატარების სანაცვლოდ, თანხას სთხოვდა.

როგორც გაირკვა თანხის გამოძალვის პირველი ფაქტი ზაფხულში დაფიქსირდა და სწორედ ამ დროს ჩაუტარდა პაციენტს პირველი ოპერაცია, რა დროსაც მისი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარებოდა. თუმცა, ექიმმა ფულის მოთხოვნა გააგრძელა და საბოლოოდ მას გადაუდებელი ოპერაცია მეორედაც დასჭირდა.

საბერძნეთის პოლიცია საზოგადოებისგან უმორჩილესად ითხოვს, მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში 24 საათის მანძილზე დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 210-8779700 და 103001.

onalem

ტესტ