fbpx
საზოგადოება

ნიკოს ვერტიმ თანამშრომელთან სასამართლო წააგო – მისი ზარალი 300.000 ევროა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილმა ვარსკვლავმა, ნიკოს ვერტიმ, საკუთარ თანამშრომელთან სასამართლო წააგო, რის შედეგადაც მისთვის 300.000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საუბარია ნიკოს ვერტის მფლობელობაში არსებულ კომპანიაზე, რომელიც საკონცერტო აღჭურვილობას აქირავებს, ხოლო მომჩივანი აღნიშნულ კომპანიაში ფინანსურ დირექტორად მუშაობდა.
მან მომღერალს 300.000 ევრო მოსთხოვა სასამართლოს გზით, საიდანაც 215.000 ევრო უკვე მიღებული აქვს, ხოლო დანარჩენი 85.000 ევროს გადახდისთვის ვერტისთვის აქტივების ჩამორთმევის საკითხი განიხილება.

მომღერალს ამიერიდან ცნობილი კრიმინალისტი, ალექსის კუგია დაიცავს, რომელიც აცხადებს, რომ საქმის გარკვეულ ნაწილს გაეცნო და ვერტი თავიდან ბოლომდე მართალია.

onalem

ტესტ