fbpx
კრიმინალი

ბერძენი ბიზნესმენის გამტაცებლები, რომლებიც 1 მილიონს ითხოვდნენ, ოჯახთან კონტაქტზე აღარ გამოდიან

40 წლის გიორგო კიპარისი 2021 წლის 29 დეკემბერს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მას შემდეგ მის ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იყოს ბიზნესმენი.

ირკვევა, რომ კიპარისი 29 დეკემბრის ღამეს თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და ოჯახს მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდნენ. გამტაცებლები მის გასათავისუფლებლად 1 მილიონ ევროს ითხოვდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, მას შემდეგ კვალი გაქრა და აღარ გამოსულან კონტაქტზე.

კიპარისის დედას, ქ-ნ ოლღას, სურს მხოლოდ ის მაინც იცოდეს, რომ მისი ვაჟი ცოცხალია.

“ჩვენი გიორგო ჯერ კიდევ არ და ბრუნებულა სახლში. დედა ვარ. გევედრებით მათ, ვისაც ჩემი შვილი გყავთ, გამომეხმაურეთ, მხოლოდ ის მითხარით, რომ კარგად არის. ჩვენ გამოსავალს სწრაფად ვიპოვით და ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. თქვენს ადამიანობას ვუხმობ. მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებიც ამ დრომდე გვერდში გვიდგანან,” ამბობს ქალი.

onalem

ტესტ