fbpx
საბერძნეთი

რამდენიმე წუთის წინ კუნძულ სამოსზე სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ სამოსის წყლებში სახანძრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. საუბარია Mi 8-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ეგეოსის ზღვაში ჩავარდა. ის კუნძულზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მასშტაბურ ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამ დროისთვის ინციდენტის გარემოებების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ბორტზე ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა და მიმდინარეობს მათი ძებნის ოპერაცია.

ვრცელდება ფოტოც, რომელიც ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის მომენტს აღწერს, თუმცა, სამოქალაქო დაცვის სამინისტროსა და სახანძრო დეპარტამენტში მის ავთენტურობას არ ადასტურებენ.

onalem

ტესტ