fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ახალდაქორწინებულ წყვილს ეკლესიიდან გამოსვლისას ბრინჯი ტრაქტორიდან დააყარეს

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბერძნულ ტრადიციას ეხება. როგორც ვიცით, ახალდაქორწინებულ წყვილებს ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ ბრინჯს აყრიან, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ტრადიცია უკიდურეს სახეს იღებს ხოლმე და შემაწუხებელიც კი ხდება წყვილისთვის.

სწორედ ასეთი იყო ლაკონიაში შემდგარი ქორწილი, სადაც ცოლ-ქმარს ბრინჯი ტრაქტორზე “ამხედრებულმა” მეგობრებმა აყარეს და იმდენად დიდი რაოდენობა იყო, რომ სიძემ ქოლგა მოიმარჯვა მასთან გასამკლავებლად. მეორეს მხრივ კი, მეუღლის დაცვას ცდილობდა, რომელსაც ფატა ჰქონდა გაშლილი, რომ ბრინჯი თავიდან აეცილებინა.

იხილეთ სახალისო ვიდეო:

 

 

@kostas_liberakos Παραλιγο να ζησουν🥲#fy #fypシ ♬ πρωτότυπος ήχος – Kostas Liberakos

onalem

ტესტ