fbpx
საბერძნეთი

ვირონას მერი და მასწავლებლები სასტიკად ეწიმააღმდეგებიან საშუალო სკოლის სამი მოსწავლის დეპორტაციას საბერძნეთიდან

ვირონას მერი, გრიგორის კატოპოდი აცხადებს, რომ სასტიკად ეწინააღმდეგება ვირონას საშუალო სკოლის ოთხი უცხოელი მოსწავლის საბერძნეთიდან დეპორტაციას.

როგორც ირკვევა, საუბარია სამ ერაყელ ბავშვზე, რომელიც საბერძნეთში დედასთან ცხოვრობს, თუმცა, სახელმწიფომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა თავშესაფართან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაში წერია, რომ 1 ივლისამდე საბერძნეთი უნდა დატოვონ.

გარდა ბატონი კატოპოდისა, სკოლის ხელმძღვანელობა, სრული შემადგენლობით, მხარს უჭერს ბავშვების საბერძნეთში დარჩენას და იდეას, რომ გახდნენ ბერძნული საზოგადოების წევრები, ვინაიდან აქვთ ამის უფლება, ასევე აქვთ უფლება მიიღონ განათლება და ისწავლონ ბერძნულ სკოლაში.

ერთობლივად შედგენილ განცხადებაში წერია, რომ საბერძნეთის პასუხი იმიგრანტი ბავშვების მიმართ არ შეიძლება იყოს ქვეყნიდან გაძევება.

“როგორც ვირონას მერი და ასევე მასწავლებელთა სახელით, მოვუწოდებ მშობელთა ასოციაციას და ყველა მოქალაქეს, გულთან ახლოს მიიტანოს ერაყელი ოჯახის მდგომარეობა და მხარი დაუჭირონ მათ, რათა მეორედ არ გახდნენ ლტოლვილები,” ამბობს ბატონი კატოპოდი.

აღსანიშნავია, რომ ის შეეხო საიდუ კამარას შემთხვევასაც, როდესაც საბერძნეთმა თავდაპირველად უარყო მისი მოთხოვნა თავშესაფართან დაკავშირებით, მაგრამ მეორედ, საზოგადოების უდიდესი გამოხმაურების შედეგად, დაუკმაყოფილეს და საიდუ საბერძნეთში დარჩა. ბ-ნ კატოპოდი ამბობს, რომ საბერძნეთში ძალიან ბევრი ლტოლვილი ბავშვია, რომელიც ვერ იღებს სათანადო ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და ხდება მათი დეპორტაცია.

onalem

ტესტ