fbpx
საბერძნეთი

მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 თვის ბავშვი მშობლებმა ექიმებს ხელიდან გამოსტაცეს და საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს

უჩვეულო შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში 3,5 თვის ბავშვი ოჯახმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან, ფაქტობრივად, გაიტაცა და გაუჩინარდა.

არსებული ცნობებით, მშობლებმა ჩვილი გადაუდებელი დახმარების ცენტრში ძალიან მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს, სადაც პედიატრმა გასინჯა და მდგომარეობის სიმძიმის გამო, გასცა რეკომენდაცია, რომ ლარისაში გადაეყვანათ. ბავშვს კორონავირუსი ჰქონდა და ბრონქიოლიტი განუვითარდა.

როდესაც ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და ბავშვის გადაყვანა დააპირეს, ოჯახმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, მივიდნენ და ახალშობილი მანქანიდან გამოიყვანეს, შემდეგ კი, დაუყოვნებლივ დატოვეს იქაურობა.

“არ აქვს კორონავირუსი, არსად წაიყვანთ!” – ყვიროდნენ ისინი.

ექიმმა, რომელმაც ბავშვს ბრონქიოლიტის დიაგნოზი დაუსვა, აცხადებს, რომ ეს ყველაფერი კორონავირუსისგან არის გამოწვეული და დაუყოვნებლივ სჭირდება სამედიცინო დახმარება. აქედან გამომდინარე, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

onalem

ტესტ