fbpx
კრიმინალი

ნახევარი მილიონი ევრო – ”სეიფის ქურდების” ახალი დანაშაული

ახალი დანაშაულის მეთოდოლოგია და ქცევის სახე აშკარად ემთხვევა ”სეიფის ქურდების” ქმედებებს.

დღეს დილით ერთ-ერთი კომპანიის ოფისში, რომელიც ათენში, სპირა პაცის ქუჩაზე მდებარეობს, კიდევ ერთი ქურდობა მოხდა. დაჯგუფებამ გაძარცვა სეიფი, რომელშიც ნახევარი მილიონი ევრო ინახებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, 6 უცნობი პირი კომპანიის ტერიტორიაზე გადაძვრა და დაცვა განაიარაღა. შემდეგ მეორე სართულზე ავიდნენ და სეიფიდან მთელი თანხა გაიტანეს. მათ შენობის გარეთ სატვირთო ელოდებოდათ, რომელიც ქურდობის შემდეგ ასპროპირგოსში დამწვარი იპოვეს.

როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ პოლიციამ მოახერხა და ”სეიფის ქურდებიდან” 15 ადამიანი დააკავა. თუმცა, ქუდობები მაინც გრძელდებოდა. ეს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მათმა ლიდერმა დაპატიმრებას თავი დააღწია და პოლიციის რეიდების დროს, საბერძნეთი დატოვა.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, მათ 150 ქურდობა აქვთ ჩადენილი. გარდა ოფისებისა და ქარხნებისა, ისინი ძარცვავდნენ სახლებს ათენსა და მის შემოგარენში. მათი ნაქურდალის რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონ ევროს უდრის.

onalem

ტესტ