fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: ქალმა ოჯახს ჯადოს მოხსნაში 7.000 ევრო გამოსძალა

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ლამიაში მოხდა. თაღლითმა ქალმა ოჯახს დაახლოებით 7.000 ევრო გამოსძალა და ჰპირდებოდა, რომ ჯადოს მოუხსნიდა და კონკრეტული პრობლემები მოუგვარდებოდათ. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, მაგრამ განაჩენს ასაჩივრებს.

Lamiareport.gr-ის მიხედვით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის ფონზე ბრალდებულმა მისი მეუღლე დაარწმუნა, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზა ჯადოს მოხსნა იყო და რომ ის 100%-ით იყო პასუხისმგებელი შედეგებზე.

მთელი ამ პროცესის მანძილზე ოჯახს ჯერ 4.000 ევრო გამოსძალა, ხოლო შემდეგ სამკაულები, რომლებიც 3.000 ევროს ღირებულების იყო.

ბრალდებული სასამართლოზე ამბობდა, რომ ოჯახისთვის აღნიშნული რაოდენობის თანხა არასოდეს მოუთხოვია, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამნაშავედ სცნეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება, ვინაიდან განაჩენი გასაჩივრებულია.

onalem

ტესტ