fbpx
კატეგორიის გარეშე

“ამ გოგოს უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემი შვილი ცოცხალია” – 2 წლის გოგონას დედა

როგორც უკვე ცნობილია, 2 წლის გოგონა სკოლის ავტობუსში 4 საათის მანძილზე მარტო იმყოფებოდა, თანაც ღვედით იყო დაბმული.

შემთხვევა ვულაში მოხდა, სადაც გოგონა თავისი საბავშვო ბაღის მიკროავტობუსში გამვლელმა იპოვა, რადგან ჩაეძინა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შენიშნეს, რომ მცირეწლოვანი ტრანსპორტიდან სხვა ბავშვებთან ერთად არ ჩავიდა. რეალურად კი საბავშვო ბაღი ვარკიზაში მდებარეობს.

მისი დედა ითხოვს, რომ ყველა შესაბამისმა პირმა პასუხი აგოს მომხდარზე, ვინაიდან ბავშვი ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია და იმდენად შეშინებულია, რომ საერთოდ არ სძინავს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ როდესაც გამვლელმა გოგომ ბავშვი შეამჩნია, ჯერ მიკროავტობუსზე მითითებულ ნომერზე დარეკა და შემდეგ პოლიციაში, თუმცა, მანამდე მისგან ითხოვდნენ, რომ პოლიციისთვის არ შეეტყობინებინა, რაზეც მან მკაცრი უარი განაცხადა.

დედა ამბობს, რომ ესმის ადამიანური შეცდომების, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. იმასაც ამატებს, რომ თავისი და თავისი შვილისა სიცოცხლე სწორედ ამ ადამიანმა გადაარჩინა.

onalem

ტესტ