fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემა To Vima-ს ცნობით, საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენლობას შესაბამისი მითითება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა მისცა, ვინაიდან განცხადების ტექსტში არ იყო ნახსენები დეკლარაცია, რომელიც მიგრანტების საკითხზე 2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიიღეს.

გამოცემის წყაროების მტკიცებით, საბერძნეთის ამ მოთხოვნას დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის და გერმანიის ძლიერი წინააღმდეგობა მოყვა.

სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნე