fbpx
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი ატიკის რეგიონში – პრობლემები ფსიხიკოსა და კატეხაკზე

ატიკის რეგიონი ძლიერი კლიმატური ფენომენის ქვეშ მოექცა და უკვე რამდენიმე საათია, რაც წვიმა არ წყდება. ატიკის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბნები განსაკუთრებით დაზარალდა.

როგორც ცნობილია, უამინდობა მთელ საბერძნეთში ფიქსირდება. განსაკუთრებით უხვი ნალექი მოვა ქვეყნის ჩრილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში.

მსგავსი მდგომარეობა ხვალამდე შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ატიკაში ხვალ დილით მზიანია ამინდია ნავარაუდევი, შუადღიდან კი ისევ იწვიმებს და ჰაერი 14-დან 24 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, აქ ჰაერის ტემპერატურა 11-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს და მცირე წვიმა მოსალოდნელია შუადღის საათებიდან.

ამ დროისთვის ფსიხიკოს, კატეხაკისა და მესოგიონის გზებზე პრობლემები შეინიშნება, ათენი-ლამიას გზატკეცილზე კი წარმოუდგენელი საცობია.

 

onalem

ტესტ