fbpx
კრიმინალი

ბერძენ მამაკაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

2019 წლის მარტში, კრეტაზე, კერძოდ სიტიაში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. როგორც ცნობილია, 37 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა და ეს 18 და 6 თვის შვილების თვალწინ გააკეთა.

ირაკლიოს შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 37 წლის ბერძენს საბოლოო განაჩენი გამოუტანა და მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მან სასამართლო პროცესზე ყველაფერი დეტალურად მოჰყვა. მისი თქმით, საბედისწერო დღეს ბავშვები ექიმთან უნდა წაეყვანათ და მომზადების დროს, კატერინამ მას გამაღიზიანებელი საუბარი დაიწყო.

მამაკაცი ამბობს, რომ მეუღლეს ხელები ყელზე მოუჭირა და საშინელ გაცოფებას გრძნობდა, შემდეგ ქალმა მალევე გონებაც დაკარგა. ხედავდა, რომ მას ცხვირიდან და პირიდან სისხლი მოსდიოდა და როგორც ამბობს ამან “გააგიჟა.” ჩვენების მიხედვით, მან დაურეკა თავის ბებიას და ამ ყველაფრის შესახებ შეატყობინა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და პოლიციის განყოფილებაში წავიდა.

როგორც ირკვევა, 37 წლის მამაკაცს პათოლოგიური ეჭვიანობის ნიშნები ჰქონდა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მისი პირველი მეუღლე სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი აგრესიული ქცევების გამო 32 წლის კატერინა იძულებული ხდებოდა ხოლმე, თავისი ორი შვილით, დედასთან დაბრუნებულიყო.

სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალმა პოლიციას დახმარება სთხოვა.

მეზობლები ამბობდნენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა.

onalem

ტესტ