fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება – იხილეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წერილობით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 3-ს უდრის.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაღუპული 175 ადამიანია, საიდანაც 52 ქალბატონია, დანარჩენი კი მამაკაცი.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია სულ 16 პაციენტი, რომელთა საშუალო ასაკიც 66 წელია. 4 ქალია, ხოლო 12 მამაკაცი. მათ 81,2% აქვს თანმდევი დაავადებები.

რეანიმაციული განყოფილებიდან გაეწერა და გამოჯანმრთელდა 102 ადამიანი, რაც უდიდესი მიღწევაა საბერძნეთისთვის.

onalem

ტესტ