fbpx
ჯანმრთელობა

კორონა ვირუსით საბერძნეთში უკვე 31 ადამიანია დაინფიცირებული – უეცარი ზრდა

საბერძნეთში კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უეცრად გაიზარდა. 10 ოფიციალური შემთხვევის შემდეგ ახლა ეს რიცხვი უკვე 31-ს უდრის.

21 ადამიანი მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც 66 წლის მამაკაცთან ერთად ისრაელში მოგზაურობაში წავიდა. სწორედ ჩამოსვლის შემდეგ მიაკითხა 66 წლის ბერძენმა საავადმყოფოს და შემდეგ შეიქმნა საგანგაშო მდგომარეობა, რომ შემოწმებულიყო მისი თითოეული თანამგზავრი.

ჯგუფი ისრაელიდან 27 თებერვალს დაბრუნდა, მაშინ კი ეს ქვეყანა არ ითვლებოდა როგორც მაღალი რისკის ქვეყანა, კორონა ვირუსით დაინფიცირებისთვის.

საერთო ჯამში ითვლება, რომ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა 400 ადამიანთან, რაც მომდევნო კვირებში დაინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდის წინაპირობას ქმნის.

onalem

ტესტ