fbpx
საბერძნეთი

მედია ბერძენ და თურქ ჰაკერებს შორის ომის დაწყების შესახებ იტყობინება

ბერძნული ტელეკომპანია Star-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, ბერძენ და თურქ ჰაკერებს შორის კიბერსივრცული ომი დაიწყო.

პარასკევს შუადღეს საბერძნეთის პრემიერის ვებ-გვერდი რამდენიმე საათის მანძილზე მიუწვდომელი იყო. თურქმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ მათ საიტი ბერძნების პროტესტთან დაკავშირებით გატეხეს, რომელიც აია სოფიას ტაძარში ყურანის წაკითხვას ეხება: ”აია სოფია ჩვენია! ” – ამბობენ ისინი. პრემიერის პრესსამსახური საიტთან დაკავშირებულ პრობლემას აღიარებს, თუმცა ჰაკერებზე საუბარს ერიდება.

კიბერთავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ,  ბერძნულმა ჯგუფმა Anonymous სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ქმედებას უპასუხოდ არ დატოვებდნენ.

ისინი თურქულ ტელეკომპანიის (www.yirmidort.tv) ვებ-გვერდს დაესხნენ თავს და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: ”ჩვენ ჯერ ახლა დავიწყეთ, აია სოფია ბერძნებს ეკუთვნით და თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ბერძნები თქვენზე ძლიერები არიან.” ცოტა ხნის შემდეგ კი, თურქეთის ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია თურქულ საიტებზე მასობრივი შეტევის შესახებ.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგმეს აია სოფიაში ყურანის წაკითხვის იდეა და თურქეთი მსოფლიო დონის კულტურული მემკვიდრეობის მეჩეთად გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს. ანკარამ, თავის მხრივ, გააკრიტიკა ბერძნული პოზიციები და განაცხადეს, რომ საბერძნეთს არ სურს რელიგიათშორისი დიალოგების წარმართვა და მუსულმანთა უფლებებს არღვევს.

onalem

ტესტ