fbpx
პოზიტივი

ძმები ადეტოკუნბოები, არც მეტი არც ნაკლები, 100.000 ევროიან ბინას ათამაშებენ – ნახეთ დეტალები

ბერძნული ინსტაგრამის ისტორიაში ასეთი გათამაშება ჯერ არ ყოფილა. მოგებისთვის კი მხოლოდ იღბალია საჭირო.

ადეტოკუნბოების არაჩვეულებრივი ოჯახი, ძმები, არც მეტი არც ნაკლები, 100.000 ევროს ღირებულების სახლს ათამაშებენ სოციალურ ქსელში. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად კი, მხოლოდ თითოეულის მიმდევარი უნდა გახდეთ ინსტაგრამზე.

სახლი უკვე ავეჯით არის მოწყობილი, კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს და აკროპოლის ხედი აქვს.

გათამაშება გუშინ დაიწყო და 4 მარტს სრულდება, ამიტომ იქამდე საკმაო დროა, ბედის ცდა თითოეულ ადამიანს შეუძლია. გამარჯვებული ალექსანდრო კოფსიალის მიერ პირდაპირ ეთერში ჩართვის საშუალებით გამოვლინდება, რათა პროცესი სამართლიანად წარიმართოს.

ნახეთ ვიდეო და მიჰყევით მითითებებს:

 

onalem

ტესტ