fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ანტონის რემოს წინააღმდეგ: ვინ სთხოვს მომღერალს 100, 000 ევროს?!

მიზეზი, რის გამოც ცნობილი ბიზნესმენი, ვიქტორა რესტი, ანტონის რემოს დაუპირისპირდა არის დიდი რაოდენობის თანხა, ვალი, რომელიც მომღერალმა აიღო და უკან არ დაუბრუნებია. ისინი მეგობრები იყვნენ და რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა რემომ 2010 წელს რესტის 100,000 ევრო სთხოვა, იმ პირობით, რომ ძალიან მალე დაუბრუნებდა.

როგორც ბიზნესმენი ამბობს: “თანხა მისივე თხოვნით, ანგარიშზე დავუსვი. თავდაპირველად შევთანხმდით, რომ გადახდის ბოლო ვადა 2012 წლის 3 ნოემბერი იქნებოდა. თუმცა, თანხა ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია.”

თავად ბერძენი ვარსკვლავი ამბობს, რომ რესტის 60, 000 ევრო 1 წლის შემდეგ დაუბრუნა. თუმცა, ბიზნესმენის მტკიცებით, რემომ მხოლოდ 50, 000 ევრო მისცა და სწორედ ამიტომ ითხოვდა თანხის დარჩენილ ნაწილს.

მომღერალი პრესასთან საუბრისას ამხელს, რომ მისთვის მართლაც ძალიან რთული აღმოჩნდა ამხელა თანხის დაბრუნება. საბოლოოდ, მან რესტის სთხოვა საქმე სასამართლოს გარეშე გადაეწყვიტათ, ვინაიდან ეს იყო კერძოდ დადებული შეთანხმება, რომელიც ზუსტად არ განსაზღვრავდა თანხის დაბრუნების ვადებს.

onalem

ტესტ