fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: პაციენტი, რომელსაც სავარაუდოდ კორონავირუსი აქვს, საავადმყოფოდან გაიქცა

განგაშია პირგოსის საავადმყოფოში, სადაც მოქალაქე კორონავირუსის სიმპტომებით მივიდა და ექიმებისგან დაუყოვნებლივ გასინჯვას ითხოვდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი სიმპტომები ზუსტად შეესაბამებოდა ვირუსის მახასიათებლებს, რის გამოც, პერსონალმა სთხოვა გადაეყვანათ სპეციალური დანიშნულების განყოფილებაში, სადაც კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებდნენ და პასუხი მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი.

უცნობია, თუ რატომ გადაწყვიტა პაციენტმა ექიმების მითითებებს არ მიჰყოლოდა. ის იქიდან სწრაფად წავიდა, ფაქტობრივად, გაიქცა.

ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და დაიწყო გამოძიება მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

onalem

ტესტ