fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგომარეობა ხვალ ათენში – დაკეტილი იქნება მეტროსადგური “პანეპისტიმიუ” დილის 09:00 საათიდან

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 6 დეკემბერს ათენში საგანგებო მდგომარეობის გამო, ტრანსპორტი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს.

ტროლეიბუსები და ავტობუსები საგზაო პოლიციის მითითებების თანახმად იმოძრავებენ და საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე ცენტრში გადაადგილებას თავს აარიდებენ. თუმცა, საგზაო პოლიციამ გასცა ბრძანება მეტროსთან დაკავშირებითაც და დილის 09:00 საათიდან დაიკეტება სადგური “პანეპისტიმიუ”. შესაბამისად, მატარებლები გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

დედაქალაქის მასშტაბით საგანგებო რეჟიმში იმუშავებს პოლიცია და სპეციალური გეგმის მიხედვით უსაფრთხოებას გააკონტროლებენ.

როგორც უკვე ცნობილია, საპროტესტო აქციები დაგეგმილია 12:00 და 18:00 საათებზე.

აღნიშნული მოვლენები უკავშირდება ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობის მე-14 წლისთავს.

onalem

ტესტ