fbpx
საბერძნეთი

ათენი: ქალმა სუვლაკი შეუკვეთა და მიუთითა, რომ უცხოელ მიმტანს ნუ გაუგზავნიდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, ახარნონის ერთ-ერთ სასუვლაკეში მოხდა, სადაც ქალმა შეკვეთა მისცა, თუმცა, მიუთითა, რომ მისთვის სუვლაკები მუქი ფერის კანის მქონე ადამიანს არ მიეტანა. ფაქტობრივად, გულისხმობდა, რომ უცხოელ მიმტანს ნუ გაუგზავნიდნენ და მხოლოდ ბერძენი მომსახურებოდა.

როგორც კი სასუვლაკემ აღნიშნული შეკვეთა მიიღო, რასისტ კლიენტს უპასუხა:

“გვინდა გაგაცნოთ Deep, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი და ჩვენი ოჯახის წევრია.

თქვენ კი, ქალბატონო, რომელმაც ითხოვეთ, რომ შეკვეთა არ მოგიტანოთ მუქი ფერის კანის მქონე ადამიანმა, გთხოვთ, ნუღარაფერს შეუკვეთავთ ჩვენთან, რადგან არ გვჭირდებით, როგორც კლიენტი.

პატივისცემით,

Μπερκέτι”-ის გუნდი.”

სოციალურ ქსელში სასუვლაკეს მფლობელმა განცხადებას Deep-თან (მიმტანი) გადაღებული ფოტოც დაურთო.

onalem

ტესტ