fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში: დაწყებით სკოლაში აფეთქებას 11 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბერძნული საზოგადოება შეძრა სერესის დაწყებით სკოლაში მომხდარმა შემთხვევამ, რომლის შედეგადაც ორი ბავშვი დაშავდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, აფეთქება მოხდა ოთახში, რომელშიც გათბობის გაყვანილობაა დამონტაჟებული. სწორედ იმ დროს ბავშვებს შესვენება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენიმე მეტრის დაშორებით იყვნენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 11 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაშავდა. ის სერესში ცნობილი ექიმის შვილი იყო. ოჯახი მომხდარით განადგურებულია.

არსებული ცნობებით, ბიჭი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაყვანეს, თუმცა, თავის არეში მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სერესის მერი აცხადებს, რომ სრულ მზადყოფნას აცხადებენ, პასუხისმგებელი პირის პოვნის თვალსაზრისით, ხოლო სკოლის დირექციის ინფორმაციით, სკოლის ამ ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, რომელსაც არ ემხრობოდნენ.

onalem

ტესტ