fbpx
საბერძნეთი

3.500 პოლიციელი დღეს ათენის ქუჩებში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს – ტრანსპორტი ცენტრს გვერდს აუვლის, მეტროსადგური “პანეპისტიმიუ” დილიდან დაკეტილია

დღეს, 6 დეკემბერს, ათენში საგანგებო მდგომარეობაა ალექსანდროს გრიგოროპულოს მკვლელობიდან მე-14 წლისთავთან დაკავშირებით. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ქუჩებში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს 3.500 პოლიციელი, ასევე იმუშავებენ დრონები და ვერტმფრენი, უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

დილის 09:00 საათიდან დაკეტილია მეტროსადგური “პანეპისტიმიუ”, აღნიშნული ბრძანება საგზაო პოლიციამ გასცა.

საპროტესტო აქციები დაგეგმილია 12:00 და 18:00 საათებზე ათენის ცენტრალურ ქუჩებზე, შესაბამისად, მთელი დღის მანძილზე ტრანსპორტის გადაადგილება ცენტრში საკმაოდ გართულებული იქნება, ავტობუსები და ტროლეიბუსები განსხვავებული მარშრუტებით ივლიან, ვინაიდან ეცდებიან ცენტრს თავი აარიდონ.

საჯარო ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო პოლიციის მითითებების შესაბამისად, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ