fbpx
საზოგადოება

ივლისში კვირაში 7.700 ევრო, აგვისტოში კი 12.500 – ყოფილი ბერძენი მინისტრის ვილა კუნძულ პაროსზე

ΠΑΣΟΚ-ის ყოფილი მინისტრი, იანის რაგუსისი სულ ცოტა ხნის წინ ΣΥΡΙΖΑ-ს “პროგრესული ალიანსის” წევრი გახდა და მას შემდეგ, მისით მედია განსაკუთრებით დაინტერესდა. ამჯერად საინფორმაციო საშუალებებმა დეტალურად განიხილეს რაგუსის ვილა, რომელიც მისი ოჯახის პერმანენტული საცხოვრებელია კუნძულ პაროსზე, მაგრამ, ცხადია, მსურველებს მისი ქირაობაც შეუძლიათ. რა ღირს მდიდრული საცხოვრებელი მხოლოდ ერთი კვირით?!

ვილა ნაუსას ტერიტორიაზე, 32 აკრზე მდებარეობს და მისი ღირებულება 1. 5 მილიონ  ევროს აღწევს. იმისთვის, რომ ვილა იქირაოთ ივლისში 7.700 ევრო დაგჭირდებათ, ხოლო თუ პაროსს აგვისტოში ესტუმრებით, მდიდრულ სახლში კვირაში 12.500 ევროდ გაჩერდებით.

მას შემდეგ, რაც პაროსი 2018 წელს ევროპის საუკეთესო კუნძულად დასახელდა, ყოფილმა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ დიდი ინვესტიცია ჩაედო საკუთარ სახლში.

დღეს კი ვილა სახელად Villa Fullmoon, კუნძულის ყველაზე შთამბეჭდავ უძრავ ქონებად სახელდება, რომელიც გამოირჩევა ეგეოსური არქიტექტურითა და “განუსაზღვრელი ფუფუნებით”.

სახლს აქვს 6 საძინებელი, საცურაო აუზი ღია ცის ქვეშ, ბაღი, ბარბექიუ, ჰყავს კერძო ნავი, მინი ფეხბურთის მოედანი, ქვის ტერასა და ა.შ.

ტურისტები, რომლებიც სახლს ქირაობენ, განსაკუთრებით არიან ხოლმე აღტაცებულნი, როცა გაიგებენ, რომ ისინი ყოფილი მინისტრის სახლში ცხოვრობენ.

onalem

ტესტ