fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დღეს და ხვალ საგანგებო მდგომარეობა ათენში – ნახეთ, რომელი მეტროსადგურები დაიკეტება!

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დღეს და ხვალ ათენში ოთხი მეტროსადგური დაიკეტება. საგანგებო მდგომარეობა დედაქალაქში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალურ ვიზიტს უკავშირდება.

კერძოდ, დღეს 16:00 საათზე დაიკეტება სადგური “ევანგელისმოს“, ხოლო 16:30 საათისთვის დაიკეტება სადგურები: “მეღარო მუსიკის”, “სინდაღმა”, “კატეხაკი”.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, სადგური “სინდაღმა” დაკეტილი იქნება დილის 08:30 საათიდან 11:30 საათამდე.

აღნიშნულ სადგურებში მატარებელი გაჩერების გარეშე ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ ათენის ქუჩებში მობილიზებული იქნება 2, 000-მდე პოლიციელი და გადაიკეტება ცენტრალური გზები.

onalem

ტესტ